ჩვენი ისტორია

კამპაში ვამაყობთ იმით, რომ ვართ ქართული ბრენდი და უკვე თოთხმეტ წელზე მეტია, ვამზადებთ ნატურალურ, გემრიელ და მაღალი ხარისხის პროდუქტებს. ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო შეიცავს ორი ფორმატის წვენს - მუყაოს და შუშის შეფუთვებს. გვაქვს 14 სახეობის წვენი და ნექტარი, რომლებიც მზადდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოპოვებული საუკეთესო ხილისგან.

Ჩვენი პროდუქები არ არის გმო და არ შეიცავს დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებისა და საღებავების სახით. ასევე, კამპას წვენების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია წყალი. ჩვენ ვამდიდრებთ პროდუქტებს ხელუხლებელი, მინერალური მყინვარული დნობის წყლით კავკასიის მწვერვალებიდან, რაც დამატებით განსაკუთრებულ გემოს მატებს წვენს. სასმელების უსაფრთხოებისა და უმაღლესი კვებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეყრდნობით წარმოების მთავარ მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სისუფთავეს და ხარისხს, ხანგრძლივი შენახვის ვადას კონსერვანტების გამოყენების გარეშე.